პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობის ე.წ.აგრესიული ტესტირება მეოთხეული გადაცემის შემდეგ, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობის ე.წ.აგრესიული ტესტირება მეოთხეული გადაცემის შემდეგ, კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება.

როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტესტირება „მაქსიმალურად ბევრ ადგილას განხორციელდება“.

„როცა სიტუაცია მოითხოვს, მაშინ დაიწყება ეს და განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას. ეს იქნება მეოთხეული გადაცემის შემდეგ, უფრო ფართო გავრცელების დროს“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, ჩინეთთან და კორეასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კვირის ბოლოს ე.წ. აგრესიული ტესტირებების ჩამოტანა შესაძლებელი იქნება, რომლის მეშვეობითაც ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოხდება.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა