კახა კალაძის განცხადებით, მეტროსა და ავტობუსების მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსა და ავტობუსების მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო. მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება და ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც არის განსახორციელებელი.

"გადაწყვეტილებებს რაც შეეხება, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება უწყებათაშორისი საბჭო, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ორგანიზაცია, სამინისტროები და მაქსიმალურად ვმსჯელობთ და ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის განსახორციელებელი და ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი. თუ ამის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო",-განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა