ზურაბ ჭიაბერაშვილი - დიაგნოსტიკა საკვანძოა, რომ ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს

დიაგნოსტიკა საკვანძოა, რომ ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, კანონით, რაც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, იმის შემოტანა მარტივად შეუძლიათ დამოუკიდებელ ლაბორატორიებს. ახლა პრობლემა ისაა, რომ ე.წ. "სწრაფი ტესტები" - როგორც სისხლის, ისე ნაცხის ჯერ არსადაა რეგისტრირებული ყველა პროცედურის შესაბამისად, თუმცა ქვეყნები მას უკვე იყენებენ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის სამინისტრომ არ შექმნას სამართლებრივი ბარიერი და სწრაფი ტესტები, რომლებსაც უკვე იყენებენ ქვეყნებში, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, სწრაფად შემოვიდეს საქართველოში.

„თუ არ შემოვიტანეთ სწრაფი ტესტები და არ იქნა ეფექტური დიაგნოსტიკა, აირევა პაციენტთა ნაკადები და ვირუსი შეიძლება უფრო გაგვექცეს. ამასთან, ჰოსპიტალურ სექტორს მოუწევს, რესურსი დახარჯოს მათზეც, ვისაც მსუბუქი სიმპტომები ექნება. სისხლის სწრაფი ტესტის აზრი ისაა, რომ იგი ჩაუტარდეს უსიმპტომო პირს, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა 7 დღის წინ ან უფრო ადრე. ეს საშუალებას იძლევა, ფართოდ გამოვავლინოთ უსიმპტომო პაციენტები და დავინახოთ მთლიანი ეპიდემიოლოგიური სურათი. ამასთან, თუ სისხლში ანტისხეულები აღმოჩნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირმა დაავადება უსიმპტომოდ უკვე გადაიტანა და გარკვეული იმუნიტეტი უკვე გამოუმუშავდა (იმუნიტეტის გამომუშავება ცალკე კვლევის საგანია). ნაცხის სწრაფი ტესტი საეჭვო სიმპტომების პირების სწრაფი იდენტიფიცირების საშუალებას იძლება. ვისაც ამ ტესტით დაუდგინდება ვირუსი, იგი გადამოწმდება ლუგარის ლაბორატორიაში სრული ტესტითაც. რომც უარყოფითი იყოს ტესტი პირველ ჯერზე და სიმპტომები გაგრძელდეს, შეიძლება რამდენიმე დღეში კვლავ განმეორდეს ნაცხის სწრაფი ტესტი. ორივე მეთოდი დაეხმარებათ ეპიდემიოლოგებს, გაცილებით უკეთ დავინახოთ სურათი, ყაირათიანად გამოვიყენოთ ლუგარის ლაბორატორიის რესურსი, მოვახდინოთ ინფიცირებულ პაცინეტთა იდენტიფიცირება და ადეკვატური გადამისამართება დანიშნულების მიხედვით (ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყეს მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობა), და საბოლოოდ, არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი. რაც შეეხება ბინაზე მკურნალობას, ეს რთულად სამართავი და ბევრი მოქალაქისათვის გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ ახსნა-განმარტება ამ თემაზე საჯაროდ მუდმივად უნდა აკეთოს ჯანდაცვის მინისტრმა, რომ ექიმებს საქმე გაუადვილოს. ის, რომ მედპერსონალი სათანადოდ აღჭურვილი და დაცული უნდა იყოს, ჯანმრთელობა ყველას!“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა