დონალდ ტრამპი - ჩვენ ვაპირებთ დავამარცხოთ უხილავი მტერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, განაცხადა, რომ შესაბამის კანონმდებლობას აამოქმედებს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას სამედიცინო ნიღბების, სასუნთქი აპარატების და სხვა სამედიცინო ინვენტარის წარმოების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს.

საუბარია თავდაცვის აქტზე, აშშ-ის ფედერალურ კანონზე, რომელიც 1950 წელს, კორეის ომის საპასუხოდ შემუშავდა, როგორც სამოქალაქო თავდაცვისა და საომარი მობილიზაციის ვრცელი ძალისხმევის ნაწილი ცივი ომის პირობებში.

„ჩვენ ვაპირებთ დავამარცხოთ უხილავი მტერი“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ განვითარებულმა კრიზისმა იგი ფაქტიურად „საომარი პერიოდის პრეზიდენტად“ აქცია.

ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ კიდევ ერთ კანონს აამოქმედებს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უკან დააბრუნოს მიგრანტები, რომლებიც ამერიკის სამხრეთ საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობენ. თუმცა, პრეზიდენტი ამ ეტაპზე მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებს.

ტრამპმა აქვე, გააჟღერა, რომ ორი გემი ჰოსპიტლად გადაკეთდა და ისინი კორონავირუსით დაზარალებულ შტატებს დაეხმარებიან.

ტრამპმა უპასუხა კრიტიკოსებსაც, რომლებმაც „ჩინურ ვირუსთან“ დაკავშირებით მისი კომენტარები რასისტულად მიიჩნიეს.

„ის არ არის რასისტული, საერთოდ არ არის. ის ჩინეთიდან მოდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი აშშ-ს 50-ივე შტატშია დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 135-ს შეადგენს. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აშშ-ში 8000-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა