„საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები მომსახურებას შემცირებული სამუშაო გრაფიკით აგრძელებენ

“საქართველოს ფოსტამ”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სერვისცენტრები მომსახურებას განაგრძობენ შემცირებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 4 სამუშაო დღე, ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00საათიდან - 14:00 საათამდე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს ფოსტიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

“საქართველოს ფოსტა” მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით.

აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ “საქართველოს ფოსტის” ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა