იმერეთში კარანტინში 248 მოქალაქეა მოთავსებული

იმერეთში საკარანტონო ზონებში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის კარანტინში 248 მოქალაქეა მოთავსებული. საჩხერეში - 30 მოქალაქეა, საირმეში - 100 და წყალტუბოში - 118. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შემოწმება უტარდებათ, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავა.

წუხელ წყალტუბოს საკარანტონო ზონიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ერთი მოქალაქე გადაიყვანეს, მას ანალიზებს დღეს აუღებენ.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პირებს, ექვსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა