ირანის პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია დაიხურება

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ბრძანების მიხედვით ქვეყანაში 15 დღის განმავლობაში ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია დაიხურება, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა.

ბრძანება პარასკევს შევა ძალაში, როდესაც ირანი ახალი წლის პირველ დღეს აღნიშნავს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ყოველ 10 წუთში თითო ირანელი იღუპება კორონავირუსისგან და ყოველ საათში 50 ირანელი ვირუსით ავადდება.

CNN-ის ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით დაღუპულია 1284 ადამიანი, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ირანში კორონავირუსის 18 407 შემთხვევაა დადასტურებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი