იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა დაემატა

იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა დაემატა. მეოთხე ზონა მოეტყო წყალტუბოში, ზონაში წუხელ 60 მოქალაქე შეიყვანეს და დღეს 15 დაემატება. მოქალაქეები ბელარუსიის რეისით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ისინი იზოლაციაში ორი კვირა დარჩებიან. 115 მოქალაქეა წყალტუბოს მეორე საკარანტინო ზონაში, 192 - საირმეში, 28- საჩხერეში. სულ იმერეთში კარანტინში 410 მოქალაქეა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მაღალი ტემპერატურით გადაყვანილია ორი მოქალაქე, მათ ანალიზებს აუღებენ.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. კლინიკაში ექვსი პაციენტის ანალიზი მიიღეს და ყველა უარყოფითია. კლინიკაში ვირუსის სიმპტომით კიდევ სამი პაციენტია შეყვანილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა