„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მიმდინარე ფასებში მშპ-ს მოცულობა 12.1%-ით გაიზარდა და 50 002.2 მლნ ლარი შეადგინა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მიმდინარე ფასებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 12.1 პროცენტით გაიზარდა და 50 002.2 მლნ. ლარი შეადგინა. ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).

„ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი). კლება აღინიშნა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორში (-2.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (-2.1 პროცენტი)”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი