„ევროპული საქართველო“ - კომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს

„ევროპული საქართველო“ მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი.

პარტიაში ფიქრობენ, რომ „თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს”.

“კორონავირუსის გამო გაღრმავდა ის ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ბევრ ოჯახს უმცირდება შემოსავალი ან საერთოდ კარგავს მას და ვეღარ ფარავს გაზრდილ ხარჯს. „ევროპული საქართველო“ მთავრობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი. თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც შეიძლება მიმართული იყოს კომუნალურ ვაუჩერებზე. ვაუჩერებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე ექნება და ოჯახს მისი გამოყენება სურვილისამებრ, ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად შეეძლება კომუნალური გადასახადების დასაფარავად”, - აცხადებენ პარტიაში.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველოს" ინიციატივით, კომუნალური გადასახადების დასაფარად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა