მამუკა მდინარაძე - საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები შეიძლება განხილულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთოდ პაკეტში

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან ცვლილებათა ერთ პაკეტში განიხილოს. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე გავლენა არ მოახდინოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე.

ჩვენ ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ. გაგიმხელთ ერთ-ერთ მეთოდს, რაზეც ვილაპარაკეთ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები შეიძლება განხილულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთოდ პაკეტში, ეს მინიმუმ ერთ თვეს მოგვაგებინებს. მსგავსი მიდგომებით ჩვენ შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში იმდენად სწრაფად მივიღოთ საკონსტიტუციო პროექტი და ამას უკვე კონსტიტუციური ცვლილება დავარქვათ, რომ ამან თავის მხრივ და საგანგებო მდგომარეობამ მეორე მხრივ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. აქედან გამომდინარე აქ ჩვენ რაიმე სანერვიულო არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება გაცილებით მოკლე ვადა იმისთვის, რომ ოპოზიციასთანაც შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე, კომუნიკაციაც გვქონდა უკვე და ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ შეიქმნება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს