გიგა ბოკერია - სრულიად შესაძლებელია, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან საგანგებო რეჟიმი იყოს გამოცხადებული

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს. ამით ბოკერია პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური განხილვები ჩერდება.

ბოკერიას თქმით, ტექნიკურად შესაძლებელია ორივეს განხორციელება.

„საგანგებო ზომები უკვე ძალაშია, უნდა გვესმოდეს ყველას. თუ გახდება საჭირო საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმის შემოღება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს შემოღებული. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ ორივე ამოცანის გადაჭრა, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან, თუნდაც საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმი იყოს გამოცხადებული. ეს ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, როცა საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას, კერძოდ რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს, ამას თუ იტყვიან, მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა