„თავისუფალი საქართველო“ - ხელისუფლებამ საწვავის ბაზარზე ანტიმონოპოლიური ღონისძიებები უნდა გაატაროს

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება, საქართველოში სამწუხაროდ ფასების კლების ტენდენცია არ არსებობს, მაშინ, როცა ნავთობკომპანიები მყისიერად რეაგირებენ ხოლმე ნავთობის ფასის მატების შემთხვევაში“, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მაქაცარიამ განაცხადა, რითაც ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი მონოპოლიური გარემოა.

ამასთან, პარტია ხელისუფლებას სთავაზობს დაიწყოს მსჯელობა ანტიმონოპოლიურ ღონისძიებებზე.

„ამის მიზეზია მონოპოლიური გარემო, როდესაც ბაზრის ძირითად ნაწილს აკონტროლებენ ერთმანეთთან კარტერულ კოორდინაციაში მყოფი კომპანიები, რომლებიც კორუფციულად არიან დაკავშირებული ქვეყნის ხელისუფლებასთან.

განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა არაორდინალურმა პროცესებმა დაგვანახა, რაოდენ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია საწვავის მონოპოლიურ ბაზარს ქვეყნის ეკონომიკისთვის: კრიზის დროს კატასტროფიულად გაზრდილი ფასები ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე (რაც მნიშვნელოვნად აჩერებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში), მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საწვევის მაღალ ფასს და მასთან დაკავშირებულ სადისტრიბუციო ხარჯებს.

შესაბამისად, აქამდე დამკვიდრებული შეხედულება, რომ „ფასებს ბაზარი დაარეგულირებს“, შესაძლოა აღმოჩნდეს კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი და ქვეყანა შევიდეს იმ ფაზაში, როდესაც სახელმწიფო ვეღარ შეძლებს შეაჩეროს ეკონომიკური კოლაფსი.

„თავისუფალ საქართველო“ ხელისუფლებას სთავაზობს, დაიწყოს მსჯელობა ანტიმონოპოლიურ ღონისძიებებზე, როგორიც შეიძლება იყოს მოგების გონივრული მარჟის დაწესება და საერთაშორისო გამოცდილებით აპრობირებული სხვა მეთოდები“ - აღნიშნავს შოთა მაქაცარია.

ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა