კობა გვენეტაძე - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, გადამცვლელი ჯიხურები აგრძელებენ მუშაობას და თავის ფუნქციას საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაშიც შეასრულებენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, გადამცვლელი ჯიხურები აგრძელებენ მუშაობას და თავის ფუნქციას საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაშიც შეასრულებენ.

"ეროვნული ბანკის როლი მნიშვნელოვანია რადგანაც ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული თუ რამდენად გამართულად იმუშავებს ამ რთულ პერიოდში ფინანსური სისტემა. დღეს გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ სიტუაციაშიც ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული ოპერაციების მთელი სპექტრი იქნება შენარჩუნებული. კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, გადამცვლელი ჯიხურები იმუშავებენ. ბანკომატები, გადახდის აპარატები გააგრძელებენ მუშაობას. ეს ყველაფერი საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაშიც შენარჩუნდება", - აღნიშნა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის