კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი 339-მდე გაიზარდა, საკარანტინო სივრცეში კი 155 მოქალაქე რჩება

„ კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 339 -მდე გაიზარდა, ხოლო საკარანტინო სივრცეში 155 მოქალაქე რჩება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა მედიასთან განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამივე საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"კორონავირუსი არ დაუფიქსირდა ქალს, რომელიც მაღალი ტემპერატურით და ხველით ორი დღის წინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ამ დროის ინფორმაციით, მეთვალყურეობა 22 ადამიანს მოეხსნა. საკარანტინო რეჟიმის დარღვევის მიზეზით ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს", - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა