კომუნიკაციების კომისია - სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა საგანგებო რეჟიმის დროს სრული დატვირთვით უნდა იმუშაონ

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მუშაობდეს და სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეს მოსახლეობას. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისია მობილური და ფიქსირებული მომსახურეობების მიმწოდებელ კომპანიებსა და მაუწყებლებს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით იმუშაონ.

„კომუნიკაციების კომისია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ არსებულ ვითარებაში, სატელეკომუნიკაციო სფეროზე შეზღუდვები არ ვრცელდება. პირიქით, ყველა კომპანიამ მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა იმუშაოს, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს წვდომა სატელეკომუნიკაციო სერვისებზე, რათა მუდმივ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია და საჭირო რეკომენდაციები.

აქვე, კომუნიკაციების კომისია მიმართავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაატარონ ყველა პრევენციული ზომა, რათა ტელეკომ სფეროში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა