ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში სწრაფი ტესტები 24 მარტიდან შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტების მიღებას საქართველო 24 მარტიდან დაიწყებს. მინისტრის თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა სახის სწრაფი ტესტები სამხრეთ კორეიდან და ჩინეთიდან შემოვა.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ტესტირება დღესდღეობით დაგვიანებულია. გეგმა არის შემდეგი, 24 რიცხვიდან ჩენ გვექნება 4 ეტაპიანი ტესტების მიღება იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვს. ესაა კორეა და ჩინეთი. პასუხისმგებლები ვიქნებით, რომ ეს ტესტები ზუსტია. ზოგიერთი სამხრეთ კორეული ტესტი პირველ და მეორე დღეს ადგენს ვირუსის ალბათობას ორგანიზმში და არის ჩინური ტესტები, რომლებითაც დიაგნოსტიკა მეშვიდე-მერვე დღეს ხდება. გადავწყვიტეთ წავიდეთ ორივე ალგორითმით, ვინაიდან მზარდი შემთხვევების მოლოდინი გვაქვს“ , - აღნიშნა ტიკარაძემ ტვ „ფორმულას“ ეთერში.

მინისტრის განმარტებით, თავდაპირველად ტესტირებას ის მოქალაქეები გაივლიან, ვისაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებათ, შემდეგ კი მათი კონტაქტების ტესტირება მოხდება.

" ტესტები იქნება საკმარისი რაოდენობით", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე