ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც გამყერილიძემ აღნიშნა, მას მკურნალობის პერიოდში სერიოზული გართულება არ ჰქონია.

„სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები და ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, გამოჩნდება რომელ ეტაპზე გადავა ის. შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულებიდან ერთ-ერთი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა