პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე პაციენტი მექსიკური წარმოშობის  ფრანგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 49-ე პაციენტი მექსიკური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი საქართველოში საბერძნეთიდან შემოვიდა.

"ეს ადამიანი უცხოელია, ფრანგი მოქალაქეა. რატომ მოუნდა სეირნობა ამ დროს ცოტა გაუგებარია, მაგრამ ამ დროს გადაწყვიტა მოგზაურობა. იყო საბერძნეთში, საბერძნეთიდან შემოვიდა საქართველოში. ეს იყო რამდენიმე დღის წინ. ეს ადამიანი პრინციპში ქვეყანაში არ შემოუშვეს, აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გაბრუნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ფრენები პრაქტიკულად არსად აღარ არის. დახმარების გარეშე ხომ არ დარჩებოდა და ის გადაყვანილი იქნა ჯერ კარანტინში და შემდეგ, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმში. ასე გამოვიდა, რომ მექსიკური წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგი საქართველოში მკურნალობს”,- განაცხადა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 49 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიადანაც 1 გამოჯანმრთელდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე