სემეკი ქოლ-ცენტრის მომსახურების საათებს ზრდის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ქოლ-ცენტრის მომსახურების საათებს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს სემეკის ქოლ-ცენტრში დარეკვა შეუძლიათ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით:

„მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის საკითხებზე შეუძლიათ დარეკონ სემეკის ქოლ-ცენტრის ნომერზე 16 216 შაბათ-კვირასაც. ქოლ-ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 24:00 საათამდე. ამასთანავე, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org ასევე, სოციალური ქსელის - www.Facebook.com/gnerc საშუალებითაც.

სემეკი საქართველოს მთვარობასთან და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან ერთად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის უწყვეტი და საიმედო მიწოდება“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე