კახეთში საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების რაოდენობა 288-მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში 5 საკარანტინო ზონაა მოწობილი. თელავის და გურჯაანის მასშტაბით,სპეციალურად განთავსებულ საკარანტინო სიივრცეებში მოთავსეული პირების რაოდენობა 155-დან 288 მდე გაიზარდა.მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ასევე გაზრდილია თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქების რაოდენობა, რომლებმაც სააზღვარი გადმოკვეთეს.

ბოლო მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 353 პირი რჩება. აქედან საგარეჯო- 43, ლაგოდეხი - 38, ყვარელი -17, გურჯაანი -56, სიღნაღი -28, თელავი -90 , დედოფლისწყარო - 38, ახმეტა - 43.

თვითიზოლაციის პერიოდი 6-მა მოქალაქემ დაასრულა.

ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან კი 21 მარტის მონაცემებით, მაღალი ტემპერატურის მატებით კარანტინში გადაყვანილია 3 მოქალაქე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა