,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პრემიერ-მინისტრს  მიმართავს

,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს.

,,სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილს საარსებო შემწეობა მიმდინარე წლის მარტშიც შეუჩერდა. გაფრთხილების გარეშე, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ესაა დიდი უპასუხისმგებლობა და მავნებლობა. როცა იცი, რომ ადამიანების ერთადერთი საარსებო წყარო ეს 30 - 60 ლარია, ამ კრიზისულ სიტუაციაში უგუნურებაა დახმარების შეჩერება. არ შეიძლება ამ ოჯახების გაწირვა შიმშილისთვის. მოვითხოვთ, ყველას აღუდგეს საარსებო შემწეობა.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ გიორგი გახარიას, რომ დაავალოს ჯანდაცვის მინისტრს ოპერატიულად უზრუნველყოს მოთხოვნის შესრულება", - აცხადებს თეონა ჭალიძე.

პარტიის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა ონლაინ პეტიციაც.

„უკვე გაკეთდა ონლაინ პეტიციაც, რომელსაც ხელს აწერენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები და უახლოეს საათებში გადაეგზავნება მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს. https://manifest.ge/main/item/2862/ „,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა