პაატა იმნაძე -  დარჩით სახლში, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე მთავარი სოციალური დისტანცირებაა. მისივე თქმით, ამის გათვითცნობიერება ერთ დღეში ძალიან ძნელია, თუმცა საზოგადოება მიეჩვევა.

იმნაძემ ჟურნალისტებსაც განუმარტა, რომ ახლოს დგომით ინტერვიუს ჩაწერა სოციალური დისტანცირების წესების სრული დარღვევაა.

„რეკომენდაციები ყველასთვის იგივე რჩება, ეს არის პირველ რიგში, სოციალური დისტანცირება. ეს არის ახლა მთავარი, რაც თითოულმა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალურად. დარჩით სახლში. ეს არის ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა.

კიდევ ერთხელ ხალხს კარგად უნდა ავუხსნათ, მოვუწოდოთ, რომ დღეს მთავარი ამ დაავადებასთან ბძოლაში არის, სოციალური დისტანცირება, ანუ ერთმანეთთან სამწუხაროდ უნდა გავწყვიტოთ კავშირები. აი ახლა თქვენ, რომ ასე ახლოს დგახართ ესეც არ არის მიღებული ფორმა იმიტომ, რომ თქვენ არღვევთ ელემენტარულ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. რათქმაუნდა მივეჩვევით ამ წესს, ერთ დღეში ეს ძალიან ძნელია, რომ ადამიანები მიეჩვიონ და ამავე დროს მეორეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა