ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 28 572 ადამიანს შეადგენს. სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია 1720, გამოჯანმრთელდა 2575 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ შაბათს მსხვერპლის რაოდენობა 1326 ადამიანს შეადგენდა.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 1.9 ათასით გაიზარდა, რის შედეგადაც მათი რაოდენობა 18600-მდეა. გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილია 55 ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა. დღევანდელი მონაცემებით, გარდაიცვალა 7 პაციენტი. ეროვნული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება მოგვიანებით იგეგმება. შაბათის მონაცემებით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამეფოში 5018 ადამინს აღწევდა.

ბელგიაში ვირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 586 ადამიანით გაიზარდა, რვა გარდაიცვალა. მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, 3401 დაავადებულია, რომელთაგან 75 გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მეგი დე ბლოკი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი სულ მცირე 8 კვირამდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა