ნათია თურნავა - ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი რესურსები სწორად გავთვალოთ, რადგან არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა

ძალიან ადეკვატურად ვრეაგირებთ იმ დიდ გლობალურ და როგორც მსოფლიოსთვის, ისე ჩვენთვის აბსოლუტურად აქამდე უცნობ გამოწვევაზე, რასაც ჰქვია ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, მთავრობა უკვე ახორციელებს ეკონომიკური სტიმულირების გეგმას იმ დარგებისა და ინდუსტრიებისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

ნათია თურნავას თქმით, პირველი დარტყმა შეეხო ტურიზმს, რომელსაც სახელმწიფომ უპრეცედენტო - 1 მილიარდლარიანი პაკეტი შესთავაზა, რომ დარგში დასაქმებული ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ.

მინისტრის განმარტებით, მოგვიანებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვები დაუწესდათ რესტორნებსა და კაფეებს.

„სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეკონომიკური სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ამ ბიზნესსაც დაუწესდა შეღავათები, მათ შორის გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ არასასურსათო სავაჭრო ობიექტებს, რომელთანაც ძალიან პროდუქტიული კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეული მხარდაჭერის გეგმა ამ სექტორისთვისაც განიხილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარების მთავარი ობიექტი იყო და არიან ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ უნდა დაზარალდნენ.

„განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქცენტი კეთდება სასურსათო უსაფრთხოებაზე, სასურსათო უზრუნველყოფასა და ფასებზე. რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის სახეობაზე, როგორც იცით, ფასების რეგულირების უპრეცედენტო ზომა შემოვიღეთ და ესეც ამისთვის კეთდება. ჩენ ვაგრძელებთ, ვაკვირდებით როგორ განვითარდება სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსები სწორად გავთვალოთ, რადგან არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე