მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსდება.

„გადმოგვყავს ერთი პაციენტი თბილისში. ეს არ არის ახალი შემთხვევა. აღნიშნული პირი დადასტურებულ 54 პაციენტიდან ერთ-ერთია“, - აღნიშნეს უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 291.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა