ამირან გამყრელიძე - ზიარების კოვზი ყოველი შემდეგი გამოყენებისთვის მკვეთრად იწმინდება, მაგრამ რისკისშემცველია და მოწოდებაა, რომ თუ ვინმეს ტემპერატურა აქვს მომატებული, ახველებს ნუ მიბრძანდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კოვზით ზიარება მოქალაქეებისთვის რისკისშემცველია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც ტემპერატურა, ხველა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აქვთ ნუ გავლენ სახლიდან.

„პირდაპირ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ეს რისკის შემცველია და ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა იგივე, რომ ის ძალიან მკვეთრად იწმინდება ყოველი შემდეგი გამოყენებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა ვაფიქსირებ, რომ რისკის შემცველია და იმიტომ არის მოწოდება, რომ თუ ვინმეს ოდნავ ეჭვი აქვს, ტემპერატურა აქვს მომატებული, ახველებს ნუ მიბრძანდებიან და სახლიდან შეასრულონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა