გიგა ბოკერია - საქართველოს მოქალაქეები  სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ისინი იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან, აეროპორტებიდანაც ვერ გავლენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "აირზენას" და "ვიზიარის" რეისები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა და ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან, საკუთარი მოქალაქეეების ამ ვითარებაში ჩაყენება, სრულიად გაუმართლებელია.

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აირზენას" რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები, ვინც დარჩენილები არიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვინც უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, გაუქმდა. ჩვენი მონაცემებით, იქნა მიღებული გადაწყვეტილება "ვიზიარის" რეისებზეც, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანაში დაფრინავენ, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეები დააბრუნონ თავის საამშობლოში, საქართველოსთვის გაუქმდა. ახლა საქართველოს მოქალაქეები, ათეულობით თუ მეტი არა, არიან სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში, ისინი ვერც გავლენ აეროპორტებიდან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი არიან. ვერ ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში და ჩვენ ყველას გვაინტერესებს, რატომ არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ვინ აკორდინირებს, რა სტრატეგია აქვს მთავრობას? ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ყველა ადგილიდან უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, ვისაც სურს და ბუნებრივია, კარანტინში უნდა იყონ. მაგრამ ამ ვითარებაში საკუთარი მოქალაქეების ჩაყენება, სრულიად გაუმართლებელია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა