"დირსი" კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

კომპანია „დირსი“ სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას.

„კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი გადაირიცხა ფონდში #stopcov, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით დაფუძნდა. ერთიანი ძალებით შევძლებთ მალე წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. კომპლექსსა და ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.

დირსი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტი და ყველაზე მასშტაბური დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია, როგორც თბილისში ასევე მთელს საქართველოში.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა