სამედიცინო პერსონალის სპეციალური ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ჯამში 456 820 ლარია დახარჯული.

უფრო კონკრეტულად კი, შესყიდულია სხვადასხვა სახის კომბინიზონები, მათ შორის 4 000 ცალი პერსონალური ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი, რომლის ჯამური ღირებულება 116 000 ლარია, ასევე 450 500 ერთეული ქირურგიული სამშრიანი ნიღაბი, რაშიც 40 000 ლარამდეა გადახდილი, 15 000-მდე დამცავი სათვალე, რომელზეც 132 300 ლარი დაიხარჯა. ასევე შეძენილია ბახილები და რესპირატორები.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, მრავალჯერადად გამოიყენება თუ არა სამედიცინო ეკიპირება, უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისათვის საჭირო აღჭურვილობის/ეკიპირების გამოყენება ხორციელდება ერთჯერადად“.

იხილეთ ვიდეო: სამედიცინო პერსონალის სპეციალური ეკიპირებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი