ჯანდაცვის მინიტრის ინფორმაციით, "საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, "საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებას უზრუნველყოფს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში სრულყოფილად ამოქმედდება სქემა, რომლითაც "საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებით და საკვებით უზრუნველყოფს.

“გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტების მიწოდება ქრონიკული დაავადებების გამო. მოლაპარაკებები დასრულებულია, დღეიდან "საქართველოს ფოსტა" დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას. ისინი “საქართველოს ფოსტით” მიიღებენ მედიკამენტებს ,ასევე ვამუშავებთ საკვების მიწოდების საკითხს პენსიონერებისთვის და ამ კვირაში ეს სქემა სრულიად ამუშავდება",-განაცხადა ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იხილეთ ვიდეო:"საქართველოს ფოსტის" კურიერები 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა