ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება. როგორც მინისტრმა მოსახლების მხრიდან კონკრეტული მედიკამენტების პანიკური შეძენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

"უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება", -აცხადებს ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა