ესპანეთში კორონსაგარეო უწყება ესპანეთში გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებაზე - სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებსავირუსით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ

სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც უწყება ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების საკითხს გამოეხმაურა.

„ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ესპანეთს. საკონსულო სამსახური მუდმივად ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ისინი ინფორმირებულები არიან ამის შესახებ. კიდევ ერთხელ მწუხარებას ვაცხადებთ მომხდარის გამო და ვუსმაძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს. მართლაც უმძიმესი ვითარებაა. წესები გვავალდებულებს როგორც ესპანურ, ასევე ქართულ მხარეს დავემორჩილოთ ჯანმოს პროტოკოლს“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი