დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად სპეცრეისებს ასრულებს, ბილეთის ფასის „ეს ჭერი შეინარჩუნოს“.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ავიარეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ეს ჭერი მტკიცედ და მყარად იყოს დაცული ავიაკომპანიის მიერ.

ჩვენი ყველა საელჩო 24 საათიან რეჟიმში აგროვებს ინფორმაციას და ამ ინფორმაციის ანალიზის და გადამუშავების შედეგად, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ავიაკომპანიასთან ერთად, ეტაპობრივად დავგეგმავთ სხვა მიმართულების სპეცრეისებსაც,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე