რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მარნეულიდან შეყვანილია პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა და მისი ანალიზების პასუხი დღეს იქნება ცნობილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დიერქტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მარნეულიდან გუშინ მათთან გადაყვანილი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, პაციენტისთვის ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ანალიზი ჯერ არ აუღიათ და ის ბოქსირებულ პალატაშია.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 34 პაციენტი გადის. აქედან ერთი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ჩვენ ეს პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ მარნეულიდან სასწრაფო დახმარების მანქანით. ის დიაგნოსტირებული ჯერჯერობით არ არის, „ა“ და „ბე“ ვირუსებზე გაკეთდა ჩვენთან სწრაფი ტესტი, რაც შეეხება კორონავირუსს, ამის ტესტი არ გაგვიკეთებია, ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც აიღებს ნაცხებს და ალბათ, პასუხი ამ საღამოს გვექნება. მანამდე პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, იმყოფება რეანიმაციის ბლოკში. მდგომარეობის სიმძიმეებს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია და ამის ფონზე განვითარებული სეპტიური მდგომარეობა, დისტრესსინდრომი, უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა გოფოძემ.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ პაციენტს მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ, კორონავირუსით ინფიცირებულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია.

„მასთან არ არის დაკავშირებული, ეპიდანამნეზი რაც შეგვეძლო, შევაგროვეთ, როცა პაციენტი შემოვიდა, ის სრულად კონტაქტური იყო და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, მაინც საყურადღებოა და ეს პაცინეტი ბოქსირებულ პალატაში მოვათავსეთ და ველოდებით ანალიზის პასუხს“, - განაცხადა გოფოძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს