კომპანია „სარაჯიშვილი“ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 50 000 ლარს გადარიცხავს

კომპანია „სარაჯიშვილი“ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 50 000 ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურმა აცნობა.

„კომპანია „სარაჯიშვილი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არსებობს, დაარსების დღიდან ქველმოქმედებით გამოირჩევა. კომპანიის დამაარსებლის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება ქირურგიული საავადმყოფოების, სკოლების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიუციების დაფინანსება. დღესაც, როდესაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიაა, „სარაჯიშვილი“ მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, 50 000 ლარის ოდენობის თანხას ურიცხავს.

ვთვლით, რომ დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამას. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე", - აცხადებენ კომპანიაში.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!