"ლისი დეველოპმენტის" განცხადება

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას და ეხმაურება მამუკა ხაზარიძის მოწოდებას არსებულ სიტუაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორის გაერთიანებასა და ძალების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:

,,ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ! კომპანია ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას. პირველ ეტაპზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ გამოვლინდა მათი პირველადი საჭიროებები, რის საფუძველზეც შევიძინეთ მათთვის პრიორიტეტული ნივთები.

აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა შექმნილ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებთან, რათა ახალი საჭიროებების შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება და მოვემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია COVID-19 -თან ბრძოლაში და შრომობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შეუფერხებელ მიწოდებაში.

კომპანია სრულად გადასულია დისტანციურ მმართველობაზე, ამასთანავე მშენებლობის პროცესი ყველა პროექტზე უწყვეტად მიმდინარეობს.

ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება!’’

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია