გიგა ბოკერია - მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ ბესიკ თამლიანის გათავისუფლება პოლიტიკური დაპირისპირების ან დებატების საკითხად იქცეს

არანაირი ინტერესი მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს არ გვაქვს, რომ ბესიკ თამლიანის გათავისუფლება პოლიტიკური დაპირისპირების ან დებატების საკითხად იქცეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ბოკერიას განცხადებით, ყველა იმ პირის პატიმრობიდან გათავისუფლება, რომელთა საქმეებზეც პოლიტიკურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ქვეყანას მხოლოდ წაადგება.

„ბესიკ თამლიანის გირაოთი გათავისუფლებას ძალიან დადებითად ვაფასებ. არანაირი ინტერესი მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს არ გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირების ან დებატების საკითხად იქცეს. ბესიკ თამლიანი რომ თავისუფალია, კარგია ქვეყნისთვის და ყველაფრისთვის. ყველა იმ ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლება, რომელთა საქმეებზეც პოლიტიკურ ძალებს შორის მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მხოლოდ წაადგება ქვეყანას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა