ლევან იოსელიანი - ჩემი აზრით, ბესიკ თამლიანის გათავისუფლება, იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილია, რომელიც მიღწეულ იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ჩემი აზრით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი რომელიც მიღწეული იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის , - ასე ეხმაურება ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი გლდანის ციხიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სახით გათავისუფლებას.

ადვოკატის განცხადებით, ბესიკ თამლიანს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. მას არ აქვს უფლება დატოვოს საქართველო და უნდა ჩააბაროს პასპორტი საგამოძიებო ორგანოს. გარდა ამისა, უნდა გადაიხადოს გირაო 4000 ლარის ოდენობით 5 დღის განმავლობაში.

„მაქვს დადებითი მოლოდინი საქმის განვითარებასთან დაკავშირებით, ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი არ ადასტურებს მის ბრალეულობას და ჩვენი მოწმეები ადასტურებენ მის უდანაშაულობას. პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბესიკ თამლიანი სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ისევ ციხეში არ დაბრუნდება. ჩემი აზრით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი რომელიც მიღწეულ იქნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, გამოუშვა ბესიკ თამლიანი და იმედი მაქვს, სულ მალე სხვებსაც გამოუშვებენ, ვინც 20 ივნისის საქმეზე არიან დაკავებულები.

შეზღუდვები დაუწესდა, მას არ აქვს უფლება დატოვოს საქართველო და უნდა ჩააბაროს პასპორტი საგამოძიებო ორგანოს, გარდა ამისა უნდა გადაიხადოს 4000 ლარი 5 დღის განმავლობაში, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა