მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, როდესაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.

“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ - ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან.

გუშინ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს