გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო.

„ჩვენ დღეს შევხვდით მეგა პროექტებზე მომუშავვე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს, მათგან მოვისმინეთ თუ როგორ ასრულებენ კომპანიები ახლად დაწესებულ რეკომენდაციებს და ვისაუბრეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ კომპანიების საჭიროებები ამ კუთხით, რომელთა აღმოფხვრაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, პროექტების სამომავლო განვითარების საკითხი დეტალურად განიხილეს და სამუშაოები ჩამორჩენის გარეშე გაგრძელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა