თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კლინიკას დამატებით კიდევ რამდენიმე პაციენტის მიღება შეუძლია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დამატებით კიდევ რამდენიმე პაციენტის მიღება შეუძლია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტები, რომლებსაც ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ, საკარანტინო ზონაში გაეწერებიან.

„გვაქვს 146 საწოლი, აქედან 50 რეანიმაციული. ამ ეტაპზე შესაძლებელია დამატებით მივიღოთ რამდენიმე პაციენტი. ასევე, ველოდებით ლუგარიდან პასუხს და ისეთი პაციენტები, რომლებთაც აქვთ ასიმპტომური კლინიკა, გაეწერებიან საკარანტინო ზონაში“, - აცხადებს რატიანი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 9 გამოჯანმრთელებულია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა