ქვემო ქართლში რწმუნებული - ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებსაც მოსახლეობაში მოძრავი ჯგუფები გაავრცელებენ - დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება

გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე, მათთვის გასაგებად, სწორ მესიჯებს აძლევს მოსახლეობას, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორმა საინფორმაციო კამპანიამ თავის შედეგი გამოიღო და დღეს კარანტინის ტერიტორიაზე მოსახლეობის გაცილებით ნაკლები გადაადგილება შეინიშნება.

„ვადასტურებ, რომ ყველა რგოლი ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებაში. გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე, მათთვის გასაგებად სწორ მესიჯებს აძლევს მოსახლეობას. ამანაც თავის შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება. დღეს დღის პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოძრავი ჯგუფები გაავრცელებენ ამ თვალსაჩინო მასალას, რათა კიდევ მეტმა გაიგოს ამ გამოწვევის შესახებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია,“ - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მედიკოსები ადგილობრივ მოსახლეობას კარდაკარ ამოწმებენ.

„დღეს გასულია ეს ხალხი, თუ რამე დაფიქსირდება და საჭიროება იქნება, გადავლენ საველე ჰოსპიტალში, სადაც კვლევა ჩატარდება. თუ დადასტურებული დიაგნოზი გვექნება, ამას უკვე თბილისში ექნება გაგრძელება, მაგრამ დღეს ასეთი შემთხვევები არ გვაქვს,“ - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე