გაერო-ს გენერალური მდივანი დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის გამო სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, გააუქმონ სანქციები, რომლებიც ხელს უშლის სურსათის, სამედიცინო დახმარებისა და პირველადი აუცილებლობის პროდუქტების მიწოდებას.

გუტერეშის განცხადებით, უნდა მოიხსნას შეზღუდვები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე, რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და სხვა საქონლის მიწოდებაზე ეპიდემიასთან საბრძოლველად.

„ეს არის სოლიდარობის და არა იზოლაციის დრო. კორონავირუსი მოითხოვს ისეთ პასუხს, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. დიდი ოცეულის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული შესაძლებლობა გააჩნია, გამოვიდეს საპასუხო ზომების უდიდესი პაკეტით ვირუსით გამოწვეული საფრთხის ასარიდებლად. ეს მოახდენდა სოლიდარობას მსოფლიო ხალხებთან, განსაკუთრებით კი მათთან, რომლებიც უმეტესად მოწყვლადი არიან“ , - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა