„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი აჩუქა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და გიორგი ღვინიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტს, რომელშიც ბოლნისის მსგავსად მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, 20 000 სამედიცინო ხელთათმანი გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ხელთათმანები ბლოკ-პოსტთან მიიტანეს და „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევს გაუგზავნეს .

„ჩვენ აქ ჩამოვიტანეთ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი წევრები მზად არიან, რომ იმუშაონ მოხალისეებად, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ჩვენს თანამოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ამასთან, პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ მთელი ამ დღეების განმავლობაში წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა.

„გეგმა გულისხმობს გადასახადების შემცირებას, საპენსიო შენატანების შეჩერებას 8 თვის ვადით, რომელიც დაუტოვებს ჩვენს მოქალაქეებს ფულს იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ იმ რთულ ვითარებას, რომელშიც აღმოვჩნდით“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს