რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი „ამტელ ჰოსპიტალის“ თანამშრომელზე - ვერ გეტყვით, თუ პნევმონია ჰქონდა რატომ არსად არ მიიღეს, გასაოცარი ფაქტია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში თვითდინებით მისულ პაციენტებს არ იღებენ. აღნიშნულით მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ „ამტელ ჰოსპიტალის“ თანამშრომელი არ მიიღო, რომელსაც ორხმრივი პნევმონია ჰქონდა.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, შესაძლოა, იმ დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადგილები არ ყოფილიყო.

„ეს ინფორმაცია მე მგონია, რომ სრულყოფილი არ არის. ორი მიზეზია, თუ რატომ არ მივიღეთ. თუ დადგენილი ორმხრივი პნევმონია ჰქონდა მაღალი ცხელებით და თვითდინებით მოგვმართა, მაინც მივიღებდით. შესაძლებელია, მაშინ ადგილი არ იყო კლინიკაში პაციენტის განსათავსებლად, რადგან მოგეხსენებათ, ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოდის, ინდივიდუალურ პალატაში თავსდება, თუ ისინი ოჯახის წევრები და ახლობლები არ არიან, რომლებიც ისედაც ერთად იყვნენ“, - განაცხადა გოფოძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული პაციენტი, რომელსაც შეიძლებოდა ვირუსი ჰქონოდა, საავადმყოფოებმა არ მიიღეს და ქუჩაში გადაადგილდებოდა, გოფოძე „საოცარს“ უწოდებს.

„ვერ გეტყვით, თუ რატომ არსად არ მიიღეს, თუკი ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და მძიმე მდგომარეობაში იყო, გასაოცარი ფაქტია. კიდევ უფრო გასაოცარია ის, სასწრაფო დახმარების მანქანა რატომ არ გამიძახეს. თუ ოჯახის ექიმმა ჩათვალა, რომ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თვითდინებით გამოუშვა?ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმმაც სასწრაფო დახმარების მანქანა უნდა გამოიძახოს და მერე გადმოამისამართოს ჩვენთან. ჩვენთან პაციენტების მიღება მხოლოდ სასაწრაფო დახმარების მანქანით ხდება. ჩვენ არ ვიღებთ თვითდინებით მოსულ პაცინეტებს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი ნაკადების მომართვა და ჩვენ ვეღარ შევასრულებთ იმ ფუნქციას, რაზეც ვსაუბრობთ და რაც გვაკისრია. ამიტომაც ყველა კონკრეტულ შემთხვევას უნდა ძალიან დიდი ყურადღება. პირველადი ჯანდაცვის რგოლებსაც ეს დირექტივები მიცემული აქვთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, როცა პაციენტი მძიმეა, მაღალი ცხლებით მიდის მათთან და საეჭვოა, უნდა მიმართონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ან სასწრაფო დახმარებას და მათი საშუალებით მოხდეს ამ პაციენტების გადამისამართება. ჩვენ არც ერთი პაციენტის მიღებაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სტრატეგია როგორ მართოს ეს რთული სიტუაცია, ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს, ამას შეიძლება დიდი ქაოსი მოჰყვეს და საქმის აწყობის ნაცვლად, ყველაფერი დავშალოთ“, - განაცხადა გოფოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა