გიგა ბოკერია - თუ მღვდელმსახურები უცხოეთში ემორჩილებიან წესებს და ამით არ ღალატობენ რწმენას, მაშინ მოწოდება, რომ აქ თურმე ეს რწმენის ღალატი იქნება, რანაირად არის ლოგიკური?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ მთავრობამ აუცილებლად ჩათვალა შეკრებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე გამონაკლისის გარეშე.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება უსამართლობისა და უთანასწორობის განცდა.

„თუ საზოგადოებამ და მთავრობამ, რომელიც მის ნებას უნდა გამოხატავდეს, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით, ჩათვალა აუცილებლად შეკრებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, რომელიც გადადების მაღალ რისკებს შეიცავს, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე. სხვა შემთხვევაში, ვიღებთ პირიქით შედეგს, უსამართლობისა და უთანასწორობის განცდას და რაც მთავარია, ეპიდემიის გავრცელების ვერ შეკავებას.

პოლიტიკოსების საქმე არ არის თეოლოგიურ ან რწმენის საკითხების დისკუსიაში ღრმად შესვლა, მაგრამ რაღაც ლოგიკა და საღი აზრი უნდა არსებობდეს. თუ ჩვენივე მრწამსის ანუ ქრისტიანულ მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენის მქონე, ამავე ეკლესიის ნაწილი მღვდელმსახურები უცხოეთში ემორჩილებიან წესებს და ამით არ ღალატობენ რწმენას, მაშინ ეს მოწოდება, რომ აქ თურმე ეს რწმენის ღალატი იქნება, რანაირად არის, ან ლოგიკური, ან პასუხისმგებლობის მქონე?“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, საზოგადოებამ მოისმინა „თავისუფალ სამყაროში მოღვაწე“ სამღვდელო პირების მხრიდან სამოქალაქო თვალსაზრისით წელში გამართული რამდენიმე საღი აზრი და ბოკერიას განმარტებით, სწორედ მსგავსი პოზიციების დაფიქსირებას ელოდება ქართული საზოგადოება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?