კორონავირუსისგან განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო

კორონავირუსისგან განკურნებულ 10 პაციენტს შორის ე.წ. #4 პაციენტიცაა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც

"ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, 44 წლის მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

"გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ გაეწერა. ის კლინიკაში 20 დღის მანძილზე მკურნალობდა", - განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მე-4 შემთხვევა საქართველოში 5 მარტს დაფიქსირდა. 44 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სიმპტომები განუვითარდა. მისი მდგომარეობა 2 კვირის განმავლობაში მძიმე იყო. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა