ეკატერინე ტიკარაძე მარნეულში ტესტირების  პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათნახევრამდე. აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ ადგილზე. ჩვენ კიდევ ველოდებით დამატებით რაოდენობას. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად მომწოდებლისთვისაც რთული არის ამ ტესტების ერთიანად მოწოდება, მიუხედავად ამისა ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. ამ ეტაპზე ჩამოსულია 1000 ტესტი, რომელიც განკუთვნილი არის მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

სწრაფი ტესტების შემოღება მნიშვნელოვანი არის პროცესის დასაჩქარებლად, რათა დროულად აღმოჩენილ იქნას ის ადამიანები, რომლებიც არიან რისკის მატარებლები.

ამ ეტაპზე აქ მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და გადაყვანას სხვა კლინიკაში. ექიმები კონტაქტზე არიან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთანაც და პაციენტთა მდგომარეობა მუდმივ რეჟიმში კონტროლდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდში ცვლილებებია
"ბაზისბანკის" ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს