ამირან გამყრელიძე - ჩემი შვილი ნორმალურად არის, კლინიკურად უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც, იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, ნორმალურია და ის ყველა წესს იცავს.

ამის შესახებ მან "საღამოს ნიუსრუმის" ეთერში განაცხადა.

"ნორმალურად არის, კლინიკურად ალბათ უკვე გაუვიდა ორი კვირაც და ცოტა მეტიც. მაგრამ მე ცოტა ზედმეტ გადაზღვევას ვაკეთებ. იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია. ის ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი პიროვნებაა. თვითონ წყვეტს როდის გაეწეროს" , - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსის ინფექცია 7 მარტს დაუდასტურდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა